ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები 14 იანვარს, თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდებიან. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანიამ და გრენლანდიამ შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადებების განსახილველად მოითხოვეს.
„შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსაც სურდა და ის უმასპინძლებს შეხვედრას, რომელიც შესაბამისად, თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრის მოთხოვნის მიზანი იყო, დისკუსია შეხვედრების ოთახში გადაგვეტანა, სადაც შევძლებთ ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვას და ამ საკითხზე საუბარს“, – განაცხადა რასმუსენმა.
ამერიკულ მხარესთან შეხვედრამდე, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გრენლანდია არ იყიდება.
იენს-ფრედერიკ ნილსენის თქმით, გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია. მისი თქმით, ვითარება სერიოზულადაა, რადგან „გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა“ ქვეყანასა და მოსახლეობაზე დიდი ზეწოლა მოახდინა.
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ გრენლანდია არ იყიდება. დღეს ჩვენ გრენლანდიასა და დანიას შორის თანამშრომლობა განვიხილეთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გრენლანდია სამეფოს ნაწილია. ჩვენ ვართ კონსტიტუციური სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და გვაქვს თვითმმართველობა დანიის სამეფოს ქვეშ. ვითარება ძალიან სერიოზულია, გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა უზარმაზარი ზეწოლა მოახდინა ჩვენს ქვეყანასა და მის მოსახლეობაზე“, – განაცხადა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
ამასთან, გრენლანდიის პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია აშშ-ის საკუთრებაში ყოფნის წინააღმდეგია.
„გრენლანდიას აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა არ სურს. გრენლანდიას არ სურს, აშშ-მა მართოს. გრენლანდია აშშ-ის ნაწილი არ იქნება. ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, რომელიც დანიის სამეფოს ნაწილია. ახლა ჩვენ გეოპოლიტიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ და თუ აქ და ახლა, აშშ-სა და დანიას შორის არჩევანის გაკეთება მოგვიწევს, ჩვენ დანიას ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ ნატო-ს, ჩვენ ვირჩევთ დანიის სამეფოს, ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს. ახლა არის დრო, რომ ერთად დავდგეთ და ავაშენოთ ის საზოგადოება, რომელიც ვიცით და გვინდა“, – განაცხადა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
იენს-ფრედერიკ ნილსენმა ასევე განაცხადა, რომ ნატო გრენლანდიას მხარს უჭერს, თუმცა არსებულ ვითარებაში დანიისა და ევროპის მხარდაჭერა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
„გრენლანდია, როგორც დანიის სამეფოს ნაწილი, ნატო-ს წევრია. ჩვენ დიდი ნდობა გვაქვს ალიანსის მიმართ და ვიცით, რომ ნატო მხარს გვიჭერს, მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებაში ევროპისა და დანიის მხარდაჭერა აბსოლუტურად გადამწყვეტია“, – აღნიშნა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა კი განაცხადა, რომ კონფლიქტს არ ეძებს და პირიქით, დიალოგში ჩართვა და თანამშრომლობა სურს.
„მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი უახლოესი მოკავშირეების მხრიდან სრულიად მიუღებელი ზეწოლის წინაშე დგომა ადვილი არ ყოფილა. თუმცა, ბევრი რამ მიუთითებს, რომ ყველაზე რთული ნაწილი წინ ახლა გველოდება. მხოლოდ გრენლანდიას ან სამეფოს არ ეხება საქმე. საქმე ეხება იმას, რომ საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა, სხვა ხალხის შეძენა შეუძლებელი გახდეს. საქმე ეხება პატარა ქვეყნებს, რომლებსაც დიდი ქვეყნების შიში არ უნდა ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ამას ნათლად ვაცხადებთ. და სწორედ ამიტომ აკეთებს იმავეს ბევრი მოკავშირე სკანდინავიურ ქვეყნებში, ევროპასა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. ხვალ გრენლანდია და დანია შეერთებულ შტატებს შეხვდებიან. ჩვენ დიალოგში ჩართვა და თანამშრომლობა გვსურს. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ ჩვენი გზავნილი ნათელია – გრენლანდია არ იყიდება“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.