შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები - რას ამბობენ ადგილობრივები
1774435392
დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ხმების 100 პროცენტი დათვლილია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და მისმა "წითელმა ბლოკმა" საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგეს.
მმართველმა "სოციალ-დემოკრატიულმა" პარტიამ ხმების 21.9% მიიღო, რაც ამ პოლიტიკური ძალისთვის 1903 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია. საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის პარტიამ "მოდერატებმა" ხმების 7.7% მიიღო.
ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მოიპოვა უმრავლესობისთვის საჭირო 90 მანდატი. მემარცხენე "წითელმა ბლოკმა" 84, ხოლო ოპოზიციურმა "ლურჯმა ბლოკმა" 77 ადგილი მოიპოვა. "ლიბერალურმა" პარტიამ, კი ამომრჩეველთა მხოლოდ 10.1%-იანი მხარდაჭერა მიიღო, რაც ასევე გაუარესებული მაჩვენებელია.