ნინო წილოსანი: ნიკა გვარამიას ბევრი რაღაცის არ რცხვენია, ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილი აბსურდულ განცხადებებს აკეთებინებთ

ნინო წილოსანი

ნიკა გვარამიას ბევრი რაღაცის არ რცხვენია, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე იმდენი რამე იკადრა, ეჭვი არ მეპარება, ამ განცხადების ასე თამამად გაკეთებაც არ რცხვენია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანს დაუსვეს კითხვა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე: „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას“.

ნინო წილოსანის თქმით, ნიკა გვარამიას არც საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს არ შერცხვა, ეთქვა, რომ კონკრეტული კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას დატოვებდა.

„ვხედავთ, რომ ქვეყანაში რჩება. ნიკა გვარამია მიჩვეულია, სირცხვილის გრძნობა არ აქვს. მისი ეს განცხადებაც სამარცხივინო დაპირებად დარჩება. ხელისუფლებაში მოსვლისთვის და ხელისუდლების მიტავებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ყველა მავნებლობა, რისთვისაც სასჯელს იხდიდნენ ან ბრალდებული არიან მიმდინარე პერიოდში, იმას უკავშირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილი აქვთ. ეს სურვილი აკეთებინებთ ისეთ აბსურდულ განცხადებებს და დაპირებებს, რასაც მათი მხრიდან ვისმენთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას“.