დამანგრეველი სტიქიიდან მეცხრე დღეს, ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის ჩამოშლილი გვირაბიდან ორი მუშა გამოიყვანეს

ჩამოშლილი გვირაბიდან ორი მუშა გამოიყვანეს

ნეპალში სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ მაშველებმა ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრეშთას ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა – სანჯაი საჰი და კაბირ მაჰარჯანი ამოიყვანეს.

ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწის ინფორმაციით, კაბირ მაჰარჯანს ხელებისა და ფეხების ამოძრავება არ შეუძლია, ხოლო სანჯაი საჰის მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება. ორივე მათგანი კატმანდუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური პირებისა და მაშველების ინფორმაციით, 26 აგვისტოს მდინარე ტრიშულის ზემო დინებაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად მდინარის გასწვრივ მდებარე ექვს ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებულ გვირაბებში, სულ მცირე, 900 ადამიანი აღმოჩნდა ჩარჩენილი.

26 აგვისტოს ნეპალში ძლიერი წყალდიდობა მოხდა. სტიქიას ნეპალში 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.