ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
დაღესტანში უცნობმა პირებმა სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, ერთი კი დაჭრილია. ამის შესახებ რუსული მედია დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
შემთხვევა დერბენტში მოხდა. ეჭვმიტანილები ავტომობილით მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ.
ამასთან, მახაჩყალაში დაუდგენელი პირები საგზაო-საპატრულო პოლიციის პოსტს დაესხნენ თავს. შსს-ს ცნობით, დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, ექვსი კი დაშავებულია. მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების დასაკავებლად.