ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის - გაერო
1788464895
ფლორიდაში 39 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც პოლიცია მამაკაცების გაცნობის აპლიკაციებით გაცნობასა და მათი სასმელების ნარკოტიკული ნივთიერებებით მოწამვლაში ადანაშაულებს. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მას სხვა დაზარალებულებიც ჰყავდეს.
სკანდალური საქმის მთავარი ფიგურა ორლანდოელი სამანტა ადამსია. მას საჯაროდ „შავი ქვრივი“ უწოდეს. ქალის სავარაუდო მოტივი ფული იყო.
გამოძიების ყურადღების ცენტრში 69 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც ადამსი გაცნობის აპლიკაციის საშუალებით გაიცნო. მამაკაცი ქალს „ნალას“ სახელით იცნობდა.
გამომძიებლების ინფორმაციით, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ქალი მამაკაცის სახლში იმყოფებოდა. მათ შორის ავტომობილის გამო კამათი მოხდა, რომელიც მამაკაცს მისთვის ჰქონდა ნაყიდი.
დაპირისპირების შემდეგ ქალი სამზარეულოში გავიდა, ჩანთით დაბრუნდა და ორი ჭიქა ვისკი მოიტანა. მამაკაცმა სასმელი დალია. მოგვიანებით მას ინტიმური ურთიერთობის დროს მოულოდნელად ცუდად გახდომის ნიშნები დაეწყო.
მამაკაცის განცხადებით, ადამსმა მას შემდეგ 1000 დოლარი მოსთხოვა. როდესაც მან თანხის გადახდაზე უარი თქვა, ქალი სახლიდან წავიდა.
რამდენიმე საათში მამაკაცი გონზე აღარ იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას ბენზოდიაზეპინებით მოწამვლა დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ მას მსგავსი პრეპარატები დანიშნული არ ჰქონდა.
ყველაზე შემაშფოთებელი დეტალი ის არის, რომ მამაკაცმა გამომძიებლებს განუცხადა, ადამსთან შეხვედრების შემდეგ მსგავსი რამ მანამდე რამდენჯერმეც დაემართა.
მისი თქმით, ერთ შემთხვევაში სასმელის მიღების შემდეგ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. სხვა დროს კი ავტომობილში გონება დაკარგა, როდესაც ქალის სახლიდან მიდიოდა.
კიდევ ერთი შემთხვევა 15 აგვისტოს მოხდა - მამაკაცმა განაცხადა, რომ ადამსის სახლიდან წამოსვლისას იმდენად მოთენთილი იყო, რომ ავტომობილით სხვა მანქანას შეეჯახა.
მამაკაცი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებში მხოლოდ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.
პოლიციის ცნობით, დაკავებისას ქალს ჰქონდა რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ბოთლი, რომელიც სხვა ადამიანზე იყო გამოწერილი.
საქმის ყველაზე დიდი საიდუმლო ახლა ისაა, იყო თუ არა 69 წლის მამაკაცი ერთადერთი დაზარალებული.
პოლიციას ამის დამადასტურებელი საბოლოო მტკიცებულება ამ ეტაპზე არ გამოუქვეყნებია, თუმცა გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არსებობდნენ სხვა მამაკაცებიც, რომლებსაც ადამსი ინტერნეტით შეხვდა.