1768248959
CNN: ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მაჩადო ხუთშაბათს თეთრ სახლს ეწვევა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო, რომელიც 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია, ხუთშაბათს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მისი ვიზიტი თეთრ სახლში იმ ფონზე ხდება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა მის მხარდაჭერაზე კარაკასში აშშ-ის სამხედრო დარტყმებისა და ქვეყნის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დადო ფიცი.
3 იანვრის ოპერაციიდან მალევე, ტრამპმა განაცხადა, რომ მაჩადოსთვის რთული იქნება ვენესუელის მართვა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა ან პატივისცემა.











