1768248959
დღეში 10 წუთიანი ვარჯიშიც კი შესაძლოა კიბოს რისკს ამცირებდეს - ახალი კვლევა
დღეში მხოლოდ 10 წუთიანმა ვარჯიშმაც კი შესაძლოა კიბოს განვითარების რისკი შეამციროს.
ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, 10-წუთიანი ვარჯიში ორგანიზმში იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც შესაძლოა მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედების ზრდას აფერხებდეს.
კვლევის ფარგლებში, ბრიტანელმა მკვლევრებმა მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედები დაამუშავეს ადამიანის სისხლის შრატით, რომელიც შეგროვებული იყო ვარჯიშის დასრულებისთანავე.
შედეგად დადგინდა, რომ კიბოს უჯრედები DNA-ის დაზიანებას უფრო სწრაფად აღადგენდნენ და აღენიშნებოდათ გენების ისეთი აქტივობის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია უჯრედების ზრდის შენელებასთან.
„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვარჯიში სწრაფად წარმოქმნის მოლეკულურ ცვლილებებს სისხლში, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედებზე, ცვლის გენების აქტივობას და ეხმარება DNA‑ის დაზიანების აღდგენას“, - ამბობენ მეცნიერები.











