მუზების პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1771617633
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც მისი ტარიფები გააუქმა, ინფორმაცია თეთრ სახლში გუბერნატორებთან საუზმის დროს, წერილის სახით მიიღო. მომხდარს პრეზიდენტმა „სამარცხვინო“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, ტრამპმა შეკრებილებს განუცხადა, რომ მას „სათადარიგო გეგმა“ უკვე გამზადებული აქვს. წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტი საუზმეზე განრისხდა და სასამართლოზე თავდასხმა დაიწყო, ერთ მომენტში კი გამოიყენა ფრაზა: „ეს დედა******ლი სასამართლოები [these f***ing courts]“.
გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, ტრამპმა გუბერნატორებთან შეხვედრა დაგეგმილზე ადრე დაასრულა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, მან გუბერნატორებს განუმარტა, რომ ადრე ტოვებდა ღონისძიებას, რათა სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა.