სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
რუსეთმა ევროკავშირისგან საწვავის გაყიდვიდან ერთ წელიწადში 1.1 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და „მსურველთა კოალიციის“ სხვა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა და ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს ჩინეთზე.
თეთრი სახლის ოფიციალური პირის თქმით, ტრამპმა „ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა, რომელიც ომს აფინანსებს, რადგან რუსეთმა ევროკავშირისგან საწვავის გაყიდვიდან ერთ წელიწადში 1.1 მილიარდი ევრო მიიღო“.