მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ პარამკლავჭიდელთა ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარამკლავჭიდელთა ნაკრები

საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები ბულგარეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

ქართველმა მკლავჭიდელებმა ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენეს. მათ ჯამში 100 მედალი მოიპოვეს - 42 ოქრო, 35 ვერცხლი და 23 ბრინჯაო. საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო ქალთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.