CNN: ისრაელი შეშფოთებულია, რომ აშშ-მა შესაძლოა ირანთან მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტა გამოაცხადოს

ისრაელის დროშა

ისრაელი შეშფოთებულია, რომ აშშ-მა შესაძლოა ირანთან მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტა გამოაცხადოს - ამის შესახებ CNN-ს ორმა ისრაელურმა წყარომ განუცხადა იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი, როგორც ჩანს, ააქტიურებს დიპლომატიურ ძალისხმევას მიმდინარე ომის დასასრულებლად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, ბოლო მოვლენებს ოთხშაბათს საღამოს უსაფრთხოების კაბინეტთან ერთად განიხილავს - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. ამ შეხვედრამდე ნეთანიაჰუ უფრო ვიწრო კონსულტაციას გამართავს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებთან.

მეორე წყაროს თანახმად, ნეთანიაჰუმ მიიღო დეტალური ინფორმაცია 15-პუნქტიანი წინადადების შესახებ, რომელიც აშშ-მა ცოტა ხნის წინ ირანს გადასცა კონფლიქტის დასრულების მიზნით. წყარომ ასევე დასძინა, რომ ისრაელი ამ მომენტისთვის სკეპტიკურად არის განწყობილი გარღვევის მიღწევის პერსპექტივის მიმართ.