19 წლის ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1746606065
რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ამერიკულ ტელეარხს ერთ-ერთმა ევროპელმა განუცხადა, აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივაში კონკრეტული ჯერ არაფერია დაფიქსირებული, თუმცა ამერიკელების სულისკვეთება მიუთითებს იმაზე, რომ მათ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღისთვის ცეცხლის შეწყვეტა სურთ.
ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეს 1 მაისს სრულდება.
რაც შეეხება ყირიმის სტატუსს, ევროპელების განცხადებით, მისი წარმოდგენა სხვაგვარად, ამჟამინდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, რთულია. „ეს ნამდვილად უქმნის სირთულეს ზელენსკის“, - დასძინა მან.