თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1775143850
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ირანთან ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ბენზინის ფასი უკვე 37%-ით გაიზარდა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, საშუალო ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 4 დოლარს ერთ გალონზე.
1-ლი მარტიდან მოყოლებული, ფასები სამი დღის გარდა ყოველდღე იზრდებოდა.
ამ სამ შემთხვევაში კი კლება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ უახლოეს ცენტამდე დამრგვალებისას ფასი უცვლელი რჩებოდა.