დიდი პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1773086964
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, 1000-ზე მეტი კი დაშავდა, – ამის შესახებ CNN წერს.
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, 28 თებერვლის შემდეგ, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების შემდეგ ირანში 1205 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 194 ბავშვი.
ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანზე იერიშის შედეგად, 486 ადამიანი დაიღუპა.
ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუვეითში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ორი ქუვეითელი სამხედრო და ორი ქუვეითელი უსაფრთხოების თანამშრომელი.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ომის დაწყებიდან ისრაელში დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.