გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759167012
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის კინოინდუსტრია სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისე როგორც „ბავშვს ტკბილეულს“ ჰპარავენ, ამიტომაც ის უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.
„ჩვენი კინოინდუსტრია აშშ-დან სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისე როგორც „ბავშვს ტკბილეულს ჰპარავენ“. თავისი სუსტი და არაკომპეტენტური გუბერნატორით განსაკუთრებით დაზარალდა კალიფორნია. ასე რომ, ამ დაუსრულებელი პრობლემის მოსაგვარებლად, 100%-იან ტარიფებს დავაწესებ ყველა იმ ფილმზე, რომელიც აშშ-ის გარეთ იქნება წარმოებული. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში დონალდ ტრამპმა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდა.