სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
ჩრდილოეთ კორეაში ახალი სამხედრო გემის ექსპლუატაციაში წარუმატებელი ჩაშვების გამო დაკავებები დაიწყო.
BBC-ს ცნობით, სამართალდამცველებმა იმ ვერფის 3 მაღალჩინოსანი დააკავეს, რომელზეც გემი შენდებოდა. ავარია 5 ათას ტონიანი გემის წყალში ჩაშვების დროს მოხდა. გიგანტური ხომალდი სანაპიროსთან ჩაიძირა.
ცერემონიას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. მან ავარიას „წარმოუდგენელი, დაუშვებლად სერიოზული, მძიმე შემთხვევა და დანაშაული“ უწოდა, რომელიც გამოწვეული იყო „გაუფრთხილებლობით, უპასუხისმგებლობით და არამეცნიერული ემპირიზმით“.