ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს იაპონიის ზღვის მიმართულებით, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის არმია და იაპონიის თავდაცვის უწყება ავრცელებენ.

სააგენტო Jiji Press-ის ცნობით, ჭურვები იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა.

ეს მიმდინარე წლის განმავლობაში ფხენიანის მიერ განხორციელებული მეორე სარაკეტო ცდაა. პირველი 4 იანვარს მოხდა.

რაკეტების გაშვება დაემთხვა პენტაგონის მაღალჩინოსნის, ელბრიჯ კოლბის ვიზიტს სეულში, რომელმაც სამხრეთ კორეას „მოკავშირის მოდელი“ უწოდა.