ჩინეთში, საზოგადოებრივ ტუალეტებში ქაღალდის შესაძენად, რეკლამების ყურებაა საჭირო

ჩინეთი

ჩინეთში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, სადაც ტუალეტის ქაღალდის ჭკვიანი დისპენსერებია გამოსახული. როგორც ვიდეოდან ჩანს, ტუალეტის ქაღალდის მისაღებად მოქალაქეებს რეკლამის ყურება უწევთ.

China Insider-მა გამოაქვეყნა მოკლე კლიპი, რომელიც სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში. მასში საზოგადოებრივ ტუალეტთან მყოფი ახალგაზრდა ქალი ტელეფონით სკანირებას უკეთებს QR კოდს, შემდეგ კი უყურებს რეკლამას, რათა გაააქტიუროს დისპენსერიდან ტუალეტის ქაღალდის ზოლის გამოშვება.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, უყურონ რეკლამას ტელეფონებზე ან გადაიხადონ 0.5 იუანი (0.07 აშშ დოლარი) ტუალეტის ქაღალდის თითოეული ზოლისთვის, რაც მათ სჭირდებათ.