შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769533174
ჩინეთი მზად არის, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააღრმაოს. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, დუნ ძიუნმა რუს კოლეგასთან, ანდრეი ბელოუსოვთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მხარეებმა უნდა გააძლიერონ შესაძლებლობები სხვადასხვა რისკისა და გამოწვევის წინააღმდეგ, რათა „პოზიტიური ენერგია“ შეიტანონ გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიესალმა „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ სტაბილურ განვითარებას.
ანდრეი ბელოუსოვმა ყურადღება გაამახვილა ვენესუელისა და ირანის მაგალითებზე და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში მუდმივ ანალიზსა და შესაბამისი ზომების მიღებას.