ჩაყარეთ ერთი მწიკვი წყალში და კვერცხს ნაჭუჭი თავისით მოძვრება - რჩევები
1771567045
ამერიკული ტელეარხის CBS News-ის ინფორმაციით, არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს ირანმა აშშ-ს ამერიკული თვითმფრინავების შესყიდვა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში შესაძლო ერთობლივი ინვესტიციები შესთავაზა.
ინფორმაციის თანახმად, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ორმა რაუნდმა წარმოშვა უნიკალური წინადადებები, რომლებიც ეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, მისი გამდიდრების შესაძლებლობებსა და მაღალგამდიდრებული ურანის განთავსებას, ასევე იმას, თუ როგორ უნდა დაიდოს შეთანხმება, რომელიც ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
ტელეარხის ცნობით, ორმა რეგიონულმა ჩინოვნიკმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შესთავაზა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი ცალკე გამოეყო და ის თეირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების პაკეტში არ განეხილა. უიტკოფი წინადადებას დათანხმდა.
თუმცა, როგორც ტელეარხი წერს, ასეთი სახით გარიგების დადება მიუღებელია ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის. ისრაელის მთავრობის თავმჯდომარეს საჯაროდ უთქვამს, რომ ირანთან გარიგება თეირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეებისა და ბალისტიკური რაკეტების საკითხებსაც უნდა მოიცავდეს.
CBS News-ის ინფორმაციით, არაბული სახელმწიფოებისა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ამჟამინდელი დიპლომატია რეჟიმის შეცვლას არ გულისხმობს. როგორც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, საკითხი „რეჟიმის პოლიტიკის შეცვლაა“ და არა - თავად რეჟიმის.