ბრიუსელთან კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ, - "არა ომს, არა მიგრაციას და არა გენდერულ პროპაგანდას" - პიტერ სიიარტო

 პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობა ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ხოლო ევროკავშირს ეს არ მოსწონს.

"ჩვენი კონფლიქტი ბრიუსელთან განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის მეინსტრიმს. ეს სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. უკრაინის გამო ევროპის ომში ჩათრევას ვეწინააღმდეგებით, ვეწინააღმდეგებით მიგრანტების შემოშვებას უნგრეთში და გენდერულ პროპაგანდას ვუპირისპირდებით. არა ომს, არა მიგრაციას, არა გენდერულ პროპაგანდას", - განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის პირველი დიპლომატის აზრით, ეს სამი საკითხი 180 გრადუსით არ შეესაბამება ბრიუსელის მოთხოვნებს.