1785009560
ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს
დიდ ბრიტანეთში ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა, ავიაბაზა ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა.
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ უკვე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ირანის ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს.











