როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდის პროგნოზი

26 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით +30, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც მზეა, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალქო დღეა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ხოლო ღამით +12 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზეა მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოში უნალექო ამინდს ელოდებიან. დღისით +24 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია მზე. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მოსალოდნელია მზიანი დღე. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.