ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი, მათ შორის 19 მეხანძრე დაშავდა. არცერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე კოლეჯ-პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა.