ცნობილი თურქი მსახიობი გარდაიცვალა
1770928093
კანონპროექტი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან და ახალგაზრდებს ხმის მიცემის უფლებას მისცემს, - განაცხადა საბინაო, თემთა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა, სტივ რიდმა.
„კანონპროექტი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან და ახალგაზრდებს ხმის მიცემის უფლებას მისცემს. საზღვარგარეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეები ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ ცვლილებები ჩვენი არჩევნების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მტრულად განწყობილმა უცხო სახელმწიფოებმა გამოიყენონ „ბინძური ფული“ ჩვენი არჩევნების საყიდლად. ჩვენ ვიცავთ ბრიტანულ დემოკრატიას ბრიტანელი ხალხისთვის“, - აღნიშნა სტივ რიდმა.
ახალი წესები, რომლებიც ასახულია დღეს წარდგენილ „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო, რასაც თან ახლავს გაერთიანებული სამეფოს ყველა არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გავრცელება 16 და 17 წლის პირებზე.
„უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ საკუთარი ფინანსების გამოყენებას გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში ჩასარევად. ეს არის დემოკრატიული მონაწილეობის ბოლო თაობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფართოების ნაწილი, რომელიც ხორციელდება „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტის მეშვეობით - ეს დოკუმენტი პარლამენტს დღეს წარედგინა“, - აღნიშნულია განცხადებაში.