თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1775143850
ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს მასპინძლობს, რომელსაც აშშ არ ესწრება.
გავრცელებული ცნობით, სამიტში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ ირანის უგუნურმა ქმედებამ დარტყმა მიაყენა გლობალური ეკონომიკის უსაფრთხოებას და იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ კონფლიქტში არასდროს მონაწილეობდნენ.
სამიტის მიზანია, შეფასდეს დიპლომატიური და პოლიტიკური ვარიანტები მნიშვნელოვანი სანაოსნო გზის ხელახლა გახსნისთვის, რომელიც თეირანმა აშშ-ისრაელის ომის ფონზე ჩაკეტა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 25-მა გემმა გაიარა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ მასში 150 გემი გადის. სრუტის თითქმის სრული დაკეტვის გამო 20 000-მდე მეზღვაური დაახლოებით 2 000 ბლოკირებულ გემზე იმყოფება.