თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1775143850
ირანის სამხედრო მისიისთვის ავსტრიამ აშშ-ს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრა.
„მართლაც იყო მოთხოვნები და ისინი თავიდანვე უარყოფილი იქნა“, – განაცხადა პოლკოვნიკმა მაიკლ ბაუერმა და დასძინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი მოთხოვნა „ომში მყოფ ქვეყანას ეხება, ის უარყოფილია“.
ავსტრია შეუერთდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებში თუნდაც პასიურ მონაწილეობას. იტალიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებს არ აქვთ სიცილიაში სიგონელას საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება ომისთვის და აუკრძალა ვაშინგტონის სამხედრო თვითმფრინავს დაშვება. საფრანგეთმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა ნებისმიერი თვითმფრინავისთვის, რომელიც ეჭვმიტანილია ისრაელში სამხედრო აღჭურვილობის გადატანაში. მსგავსი ზომები მიიღო ესპანეთმაც.