პენსიის გაცემის პროცედურა შეიცვალა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
1758656313
ბრიტანელი ცოლ-ქმარი 13 თოჯინას ზრდის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჯეს ელისი და ეივერი რაასენი ამბობენ, რომ თოჯინების მოვლა მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ სამომავლოდ შვილის ყოლისთვის მოემზადონ.
„ასე უკეთ გავიგებთ როგორ უნდა ვიზრუნოთ შვილებზე, როდესაც ისინი გვეყოლებიან",- ამბობს წყვილი.
პირველი თოჯინა მათ წლების წინ 300 დოლარად იყიდეს და მას რებეკა დაარქვეს. მთლიანობაში წყვილმა თოჯინების შეძენაზე 7 500 დოლარი დახარჯა.
„ისინი იმდენად რეალურად გამოიყურებიან, რომ ქუჩაში ადამიანებს ხშირად ნამდვილები ჰგონიათ. ჯესი და ეივერი მათ ისე ექცევიან, როგორც ნამდვილ ბავშვებს - დაჰყავთ სასეირნოდ, უცვლიან საფენებს, აჭმევენ, ეთამაშებიან და ა.შ.