ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღკვეთა

ბრაზილ

ბრაზილიის პოლიციამ 4 მაისს განაცხადა, რომ ლედი გაგას კონცერტზე ბომბის მეშვეობით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. წინა დღით, შაბათს, რიო დე ჟანეიროს კოპაკაბანის სანაპიროზე ამერიკელმა მომღერალმა ორ მილიონზე მეტი ადამიანის წინაშე კონცერტი გამართა.

რიო დე ჟანეიროს სამოქალაქო პოლიციამ, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განაცხადა, რომ თავდასხმა "სიძულვილის ენისა" და თინეიჯერების რადიკალიზაციის გამავრცელებელი ჯგუფის მიერ იყო დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლედი გაგას კონცერტს 2.1 მილიონი ადამიანი დაესწრო.

"ეჭვმიტანილები მონაწილეების რეკრუტირებას ეწეოდნენ, მათ შორის მცირეწლოვნებისაც, რათა იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და მოლოტოვის კოქტეილების მეშვეობით კოორდინირებული თავდასხმა მოეწყოთ". - განაცხადა პოლიციამ.

ხოლო იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ დაჯგუფება თავს ლედი გაგას გლობალური გულშემატკივრების ნაწილად მიიჩნევს, რომლებიც თავიანთ თავს "პატარა მონსტრებს" უწოდებენ.

გავრცელებული ცნობებით, გამოძიების ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის არალეგალურად შენახვისთვის კაცი დააკავეს, რომელსაც ჯგუფის ლიდერად მიიჩნევენ.