ბრაზილიაში, ქალაქ უბას ქუჩებში კუბოები დაცურავენ

ბრაზილია

ბრაზილიის ქალაქ უბაში (მინას-ჟერაისის შტატი) ძლიერმა წვიმებმა უჩვეულო და საშინელი ინციდენტი გამოიწვია. დატბორილი სამგლოვიარო ბიუროდან რამდენიმე კუბო გამორიყა და ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, იუწყება G1.ძლიერმა წვიმებმა რეგიონი დააზიანა, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 48-ს მიაღწია.