ბრაზილიაში მოქმედმა პრეზიდენტმა ქვეყნის სათავეში მეოთხე ვადით მოსვლა შეძლო

ილ

 ისტორიული შედეგი აჩვენა ბრაზილიაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა — მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ქვეყნის სათავეში მეოთხე ვადით მოსვლა შეძლო.

მან მეორე ტურში მეტოქე, სენატორი ფლავიუ ბოლსო-ნარუ დაამარცხა. ეს არის პირველი შემთხვევა ბრაზილიის თანამედროვე ისტორიაში, როდესაც პირველ ტურში ჩამორჩენილმა კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვება შეძლო.

მარცხს არ აღიარებს ბოლსო-ნარუ, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შვილია. ის შედეგების გაუქმებას ითხოვს.

✕