ბარსელონაში გამართული აქცია არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა

ბარსელონა

ბარსელონის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სულ მცირე, 128 პირი დააკავა. მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.

შეტაკებებისას დაშავდა 15 სამართალდამცველი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ვანდალიზმისა და ძარცვის შედეგად, დაზიანდა 20-ზე მეტი კომერციული ობიექტი, მათ შორის ტანსაცმლის, ტექნიკისა და საიუველირო მაღაზიები.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ჩხრეკისას ცივი იარაღი, პიროტექნიკა და ნიღბები ამოიღეს.

ბარსელონაში გამართული აქცია გუშინ არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა აღმართეს ბარიკადები, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებს და პოლიციას ქვები ესროლეს.

✕