1782072928
ბრაზილიაში ჰაკერებმა თავდაცვის სამინისტროს სახელით მოქალაქეებს უცხოპლანეტელების თავდასხმის შესახებ შეტყობინებები გაუგზავნეს
ბრაზილიაში, ქალაქ ბელუ-ორიზონტიში მცხოვრებლებს მიუვიდათ გაფრთხილება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების სავარაუდო თავდასხმის შესახებ. შეტყობინების ტექსტში ნათქვამი იყო: „გაუფრთხილდით თავს: უცხოპლანეტელების თავდასხმაა, ხალხი მოდის“.
მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ შეტყობინებები ჰაკერული თავდასხმის შედეგია, რომლებიც გარე პირებმა სისტემის უსაფრთხოების დარღვევის შემდეგ გააგზავნეს. უწყების განმარტებით, ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამოქალაქო დაცვისა და თავდაცვის ეროვნული სამდივნო ფედერალურ პოლიციას მიმართავს.
სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა სისტემის აღსადგენად, მას შემდეგ რაც ჰაკერული თავდასხმის შედეგები აღმოფხვრეს. უწყებაში დააზუსტეს, რომ მსგავსი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას იღებენ.









