ახალგაზრდა წყვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1775332639
ინდოეთში დედა 17 წლის ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვით ცდილობდა ავადმყოფი ვაჟის გამოჯანმრთელებას. ამის შესახებ წერს Times of India.
გამოცემის ინფორმაციით, ქალი ხშირად მიმართავდა 55 წლის ოკულტისტს თავისი უმცროსი ვაჟის მკურნალობის მიზნით, რომელსაც ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებები აწუხებდა. ოკულტისტმა ურჩია დედას, რომ ვაჟის გამოჯანმრთელებისთვის ქალიშვილი მსხვერპლად შეეწირა. დედამ რჩევა მიიღო და ქალიშვილი თავად ამ სპეციალისტის სახლში მოკლეს, შემდეგ კი ბაღში დაკრძალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა სცადეს გამოძიების შეცდომაში შეყვანა, თუმცა გამოძიებამ ეჭვმიტანილად გოგონას მკვლელობაში დედა და ოკულტისტი დაასახელა. საქმეს უკვე სასამართლო იხილავს.