ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - 4 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა

ვერტმფრენი

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოქმედი იტალიური სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ დაღუპულთა ოჯახებსა და დაშავებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

„ჩემი ფიქრები დაღუპულებთან, მათ ოჯახებთან და ყველასთან არის, ვინც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მისიაში მონაწილეობს“, – წერს მელონი სოციალურ ქსელ X-ში.

ევროკავშირის სამშვიდობო მისიის EUFOR-ის წარმომადგენელმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა, თუმცა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

✕