დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ასობით ადამიანი კი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი, იუწყება Reuters-ი.
ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 3 360, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 50 000-ზე მეტი პირია რეგისტრირებული. მიწისძვრამ ოთხშაბათს საღამოს კარაკასისა და მის შემოგარენში მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია.
როგორც Reuters-ი წერს, პარასკევს შუადღისას ვენესუელაში კიდევ ერთი, 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქ კარაკასსა და ახლომდებარე ქალაქ მარაკაიშიც იგრძნობოდა.
ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში, მათ შორის ლა-გუაირას შტატში, მოსახლეობა და მოხალისეები ნანგრევების ხელით გაწმენდას აგრძელებენ. მძიმე ტექნიკის დეფიციტისა და სამაშველო ძალების არასაკმარისი მობილიზების გამო, ადგილობრივებში უკმაყოფილება იზრდება.
გაეროს შეფასებით, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრებმა ვენესუელას დაახლოებით 6.7 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. მეორე მიწისძვრა ქვეყნისთვის უკანასკნელ 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო.
სიახლე, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1782506136