ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩავიდა

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შიბანი ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია აშშ-ში ბოლო 25 წლის განმავლობაში.

არსებული ინფორმაციით, ალ-შიბანი შეხვდება ამერიკელ კანონმდებლებს, რომლებთან ერთადაც სირიისთვის დარჩენილი სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა იგეგმება.

ივნისის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიას ეკონომიკური სანქციებს მოუხსნა.

აშშ ასევე შუამავლობს ისრაელსა და სირიას შორის მოლაპარაკებებს. სირიის პრეზიდენტი ალ-შარაა, რომელიც მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უნდა ჩავიდეს, აცხადებს, რომ  უსაფრთხოების პაქტის შესახებ მოლაპარაკებებმა შედეგი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გამოიღოს.