1778247180
„ბლუმბერგი“ - ფრიდრიხ მერცის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პოპულარობა, თანამდებობაზე ყოფნის პირველი წლის შემდეგ, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, – ამას Infratest Dimap-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომელიც „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა.
გამოკითხვის მიხედვით, მერცის საქმიანობას გამოკითხულთა 16% უჭერს მხარს. ეს 1997 წლიდან გერმანიის მოქმედი კანცლერის ყველაზე დაბალი რეიტინგია. აპრილთან შედარებით, მერცის რეიტინგი 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
გამოკითხულთა 83%-მა განაცხადა, რომ კანცლერით უკმაყოფილოა. გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ მერცი თავის მოვალეობებს არ ასრულებს, ხოლო 14% თვლის, რომ იგი დამაჯერებლად საუბრობს.
ეს ფრიდრიხ მერცის წინამორბედის, ოლაფ შოლცის ყველაზე დაბალ შედეგზე უფრო ცუდი მაჩვენებელია. შოლცს 2024 წლის სექტემბერში, კოალიციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე 18%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.












