წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
გერმანიაში მმართველ კოალიციაში კრიზისი მწვავდება. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალისტური კავშირის“ (CSU) ალიანსი არ გამორიცხავს უმცირესობის მთავრობის ფორმირებას და დიდი კოალიციის დაშლის შემთხვევაში კონკრეტულ სცენარებს განიხილავს.
Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კონკრეტული სცენარები ამ კვირაში ბერლინში განიხილეს.
როგორც გამოცემა წერს, CDU/CSU ბლოკში შემავალი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) მიმართ უკმაყოფილება იზრდება. კოალიციური შეთანხმების ფორმირების დროს არაერთი საკამათო თემა მიჩქმალული იყო და ახლა ისინი კონფლიქტის მთავარ საკითხებად იქცა.
სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტის დებატების შემდეგ, დაძაბულობა გაიზარდა საპენსიო და საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე.
გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ CDU/CSU სულ უფრო ხშირად განიხილავს კოალიციის დაშლის შესაძლებლობას. ერთ-ერთი სცენარი ყოფილი კანცლერის ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით უმცირესობის მთავრობაზე გადასვლაა, რაც შეიძლება განხორციელდეს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ. ზოგიერთი კონსერვატორი სოციალ-დემოკრატებთან ურთიერთობაში უფრო მკაცრი კურსის გატარებას მოითხოვს.
ბლოკის რამდენიმე წევრი ღიად გამოთქვამს ეჭვებს, რომ კოალიციურმა მთავრობამ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე გაძლოს.
CDU-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: „მე არ მაქვს ფანტაზია წარმოვიდგინო, რომ ეს კოალიცია 2029 წლამდე შეძლებს კარგად ფუნქციონირებას“.
თავის მხრივ, CSU-ს ლიდერმა, მარკუს ზოდერმა, უმცირესობის მთავრობის იდეის შესახებ საზოგადოება გააფრთხილა: „ასეთი კაბინეტი სერიოზული შეზღუდვების პირობებში იმუშავებს. სინამდვილეში, თქვენ თითქმის ვერაფერს მიიღებთ“.