რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
ბერლინის აღმოსავლეთით ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლიხტენბერგის რაიონში ტრამვაი ერთ-ერთ მოსახვევში ელექტროგადამცემი ხაზის ანძას შეეჯახა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, შეჯახების შედეგად ტრამვაის მარჯვენა მხარე დაზიანდა, ბოლო ვაგონი კი ლიანდაგიდან გადავიდა.
სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი მძიმედ.