ბენიამინ ნეთანიაჰუ პიტ ჰეგსეტს შეხვდა

ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შეხვდა.

მოლაპარაკებები მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

მოგვიანებით შეხვედრის კადრები ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში გაავრცელა და მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად შეაფასა.

გასულ ღამეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსაც შეხვდა.

ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდა.