„როგორ გაგიმეტოთ მიწისთვის, სიცოცხლით სავსე გოგო“ - იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტს, 30 ივლისს ქუთაისში დაკრძალავენ

თეონა ბაღიშვილი

იტალიაში გარდაცვლილ ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტს, თეონა ბაღიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, 30 ივნისს დაკრძალავენ. თეონა ბაღიშვილი რომიდან საქართველოში 27 ივნისს გადმოასვენეს.

„თან წაიღე ყველა ემიგრანტის გული“, „როგორ გაგიმეტოთ მიწისთვის“, „თბილი, სიცოცხლით და სიკეთით სავსე გოგო“, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

თეონა ბაღიშვილის პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„ახლოვდება ყველაზე რთული დღე… გადასვენება ხუთშაბათი, 30 ივლისი, ქეთევან წამებულის საკათედრო ტაძარი.

პანაშვიდი 11:00 სთ, გამოსვენება 2:00 საათზე“, – წერია ინფორმაციაში.