ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საიდუმლოდ ეწვია - ისრაელის პრემიერის ოფისი

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საიდუმლოდ ეწვია.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ნეთანიაჰუ საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედს შეხვდა.

„ამ ვიზიტმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ისტორიულ გარღვევას ჩაუყარა საფუძველი“, - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის აპარატში.