1692302192
ბელგიაში პარტია „ტრამპი“ შეიქმნა
ბელგიაში პარტია „ტრამპი“ შეიქმნა. ულტრამემარჯვენე პარტია „ბელგიის ეროვნული ფრონტის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, სალვატორე ნიკოტრამ დააარსა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.
„დონალდ ტრამპი პოპულიზმის მთავარი სიმბოლოა. ის განასახიერებს იმას, რისთვისაც ჩვენ გამოვდივართ. ჩვენ ვართ მემარჯვენე პოპულისტური პარტია, სოციალური მიმართულებით“, – აღნიშნა სალვატორე ნიკოტრამ.
„ტრამპი“ ნიშნავს „Tous Réunis pour l’Union des Mouvements Populistes“-ს (ყველა გაერთიანებული პოპულისტური მოძრაობების კავშირისთვის) — ულტრამემარჯვენე ვალონური პარტიების Chez Nous-ისა და „ბელგიის ეროვნული ფრონტის“ მემკვიდრეა.
ნიკოტრამ აღნიშნა, რომ ფლანდრიის „ვლაამს ბელანგისგან“ განსხვავებით, რომელიც ბელგიის უდიდესი ულტრამემარჯვენე პარტიაა, „ტრამპი“ სეპარატიზმს არ უჭერს მხარს და მიზნად ისახავს როგორც ფედერალურ დონეზე, ასევე 2029 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. პარტიის ოფიციალური გახსნა 30 ნოემბერს არის დაგეგმილი.












