ბელარუსიდან გაშვებული კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბურთების გამო, ლიეტუვაში ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

ფგ

ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბურთების გამო, რომლებიც სიგარეტის კონტრაბანდისთვის გამოიყენება, ლიეტუვაში ვილნიუსის აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა.

დაიხურა ქვეყნებს შორის სახმელეთო სასაზღვრო ორი პუნქტიც.

ვითარებას ეხმაურება ქვეყნის პრეზიდენტი. გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ თუ ბელორუსის მხრიდან მსგავსი ფაქტები კვლავ გაგრძელდება ის მზადაა კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის შეზღუდვის წინადადება განიხილოს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის დედაქალაქში ბელორუსიდან, კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბურთების გამო, აეროპორტი უკვე მესამედ დაიხურა.