ბაბუის მიერ გატანილი წიგნი ბიბლიოთეკას 84 წლის შემდეგ დაუბრუნეს

ბიბლიოთეკა

ბრიტანელმა კაცმა კოვენტრიში მდებარე ბიბლიოთეკას დაუბრუნა წიგნი (რიჩარდ ჯეფერისის „წითელი ირემი“), რომელიც მისმა ბაბუამ დაწესებულებიდან 1938 წელს გაიტანა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

84-წლიანი ვადაგადაცილებისთვის, კაცმა ბიბლიოთეკას £18.27 გადაუხადა.

როგორც ის ამბობს, ბაბუა უკვე გარდაცვლილია და მის მიერ ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი დედის ძველ ნივთებს შორის აღმოაჩინა.