არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
1781035366
აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. აღნიშნული ოპერაცია პასუხს წარმოადგენს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანული ძალების მიერ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდების ფაქტზე. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თანახმად, სამიზნეს ამჯერად ირანის საჰაერო თავდაცვის ელემენტები და სარადარო სისტემები წარმოადგენს.
ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ იერიშები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი განკარგულებით ხორციელდება და მას „თავდაცვითი ხასიათის პროპორციული პასუხი“ ეწოდა.