ავსტრალიის სანაპიროზე წყვილს გიგანტური ზვიგენი დაესხა თავს - დაიღუპა 20 წლამდე გოგო

ზვიგენის თავდასხმა

ავსტრალიის სანაპიროზე წყვილს გიგანტური ზვიგენი დაესხა თავს, დაიღუპა 20 წლამდე გოგო, ხოლო მამაკაცი, რომელიც ასევე, სავარაუდოდ, 20 წლის იყო, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მედიის ცნობით, წყვილს სავარაუდოდ „დიდ ხარისებრი ზვიგენი" დაესხა თავს - სანაპირო ამჟამად დაკეტილია და აღჭურვილია "ჭკვიანი" სათევზაო აღჭურვილობით, რომელიც ზვიგენებს სატყუარა კაუჭებით იზიდავს, რათა შესაძლებელი იყოს მათი მონიშვნა და გაშვება.