ბიძინა გიორგობიანი ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრებაზე: თვითონ მიიღეს ეს კანონი და ჩვენთვის თურმე არ შეიძლება, როგორც ისინი ამბობენ. ეს არის თავხედობაც, ორმაგი სტანდარტიც

ბიზინა გიორგობიანი

თვითონ მიიღეს ეს კანონი [გამჭვირვალობის შესახებ] და ჩვენთვის თურმე არ შეიძლება, როგორც ისინი ამბობენ. ეს არის თავხედობაც, ორმაგი სტანდარტიც, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრებას.

მისი თქმით, ორმაგის სტანდარტია ის, რომ კანონი, რომლის გამოც საქართველოს ევრობიუროკრატები აკრიტიკებდნენ, თავად მიიღეს.

„როგორც ვხედავთ ძალაშია ბორელის ის ფორმულა, რომ „ევროპა არის ოაზისი და დანარჩენი მსოფლიო - ჯუნგლები, სადაც ის კანონები, რომლებიც ევროკავშირში შეიძლება, რომ მიიღონ, დანარჩენ მსოფლიოში არ შეიძლება, რომ მიღებული იქნეს, მით უმეტეს თუ ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება ეს კანონები“. თვითონ ევროკავშირში ამ კანონის ჩამოყალიბება გამოიწვია იმან, რომ ძალიან მოძლიერდნენ კონსერვატიული ძალები და ევროპარლამენტში მათი მოთხოვნით დაიწყო ეს პროცესი. ამას ჰქონდა თავის საფუძველიც. დაახლოებით 30 „ენჯეოს“ 2013 - 2024 წლის შუალედში წაღებული აქვს „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი საერთო დაფინანსების 40%. ახლა იქ მიდის დებატები იმის თაობაზე, რომ ეს 30 „ენჯეო“ არ იყო თავისუფალ ადამიანთა გაერთიანება კონკრეტულ საქმეებზე ორიენტირებული. არამედ ეს იყო სამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებული ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებდნენ გარკვეულ შეკვეთებს.

სქემა არის ერთი - „ენჯეოები“ იყო ერთ-ერთი გამოხატულება ჰიბრიდული ომის. ერთ-ერთი იარაღი იყო ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ევროკავშირსაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნის შიგნით. თვითონ მიიღეს ეს კანონი და ჩვენთვის თურმე არ შეიძლება, როგორც ისინი ამბობენ. ეს არის თავხედობაც, ორმაგი სტანდარტიც.მაგრამ კარგია, რომ საქართველომ შეძლო ამ კანონის მიღება და გამჭვირვალედ არის ჩვენთან უკვე ყველაფერი“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, დღეს მოქმედი ევროკავშირი აღარ არის ის გაერთიანება, რისთვისაც შეიქმნა.

„ეს ევროკავშირის ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩაფიქრებულ იყო. ევროკავშირს გაფართოების საშუალება კი არა, საკუთარი თვითშენარჩუნების შენარჩუნების საშუალება თუ აქვს ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ევროკავშირმა „გამჭვირვალობის კანონი“ გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.